რეზონანსი
09.07.2020

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშა დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცს საამქროში მუშაობის დროს, ფეხში ცხელი არმატურა მოხვდა და თერმოდაზიანება მიიღო.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თავდაპირველად რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანა, სადაც ექიმებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.

როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, პაციენტს ძლიერი დამწვრობა ჰქონდა ქვედა კიდურზე.

„ახალგაზრდა მამაკაცმა ძლიერი დამწვრობა მიიღო სამუშაო პროცესის დროს, აღენიშნებოდა მძიმე თერმოდაზიანება ბარძაყის არეში, შევაჩერეთ სისხლდენა და გადავიყვანეთ თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც ჩატარდა ოპერაცია და მოხდა დაზიანებული არტერიის აღდგენა", - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ „ინტერპრესნიუსთან".

გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×