რეზონანსი
09.07.2020

ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი სამართალდამცველის ჩვენება გამოაქვეყნა, სადაც პოლიციელი იხსენებს იმ ღამეს, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ მათ ჩხუბის ისტორია მოუყვა და შემდეგ თბილისში დაბრუნება სთხოვა.

„როდესაც დავინახეთ გამოვკითხეთ ის ხომ არ იყო ზარის ინიციატორი რაზეც გვითხრა, რომ იყო იაკობ ბრეგვაძე, რომელიც დასავლეთიდან მოდიოდა თბილისში ე.წ „ავტოსტოპის" სახით, ანუ მოყვებოდა გამვლელ მანქანებს და მისი გადმოცემით, როდესაც ის არაგვის ხიდის მიმდებარედ ფეხით მიდიოდა თბილისის მიმართულებით, მის წინ მიდიოდა მისთვის უცნობი დაახლოებით 4-5 ახალგაზრდა ბიჭი, რომლებთანაც გაჩერდა სავარაუდოდ "მერსედესის" მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ პიროვნებები, რომლებმაც მის წინ მიმავალ 4-5 ბიჭს დაუწყეს გინება და ჩხუბი, რისიც მას შეეშინდა და გაიქცა და დაიმალა. მაგრამ მან მალევე ნახა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აღარაფერი აღარ ხდებოდა. იყო სიმშვიდე, მას ნაცემი ან ვინმე, რომ დაზიანებული ყოფილიყო არავინ არ დაუნახავს და ამის გამო დარეკა 112-ში და გააუქმა", - წერია ერთ-ერთი პოლიციელის ჩვენებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×