რეზონანსი
09.07.2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალათბურთის ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა"-ში გადასვლას ეხმაურება.

"ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის "ცსკაში" გადასვლასთან დაკავშირებით," - წერს ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, მოსკოვის „ცსკა"-მ ქართველ ფორვარდს სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ,,ბედნიერი ვარ, რომ ვუერთდები ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს და მოუთმენლად ველი კალათბურთელებისა და მწვრთნელების შესანიშნავ ჯგუფთან ერთად თამაშს. ვიმედოვნებ, რომ CSKA-სთან ერთად მივაღწევ ბევრ წარმატებას ევროლიგასა და VTB-ის ლიგაში", - აცხადებს თორნიკე შენგელია, რომლის კომენტარს რუსული კლუბი ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
დატო   (10.07.2020)
გაანებეთ ბიჭს თავი წავიდეს სადაც უნდა,აბა თქვენს ჭკუაზე იაროს.

ნათი   (09.07.2020)
წარმატებები თორნიკეს. მალე აგეფრიალებინოს საქართველოს დროშა არა მარტო მოსკოვში არამედ მთელ მსოფლიოში სადაც იმსახურებ. ქ-ნო სალომე ამჟამად არა ხართ სამართლიანი.დაფიქრდით

yliberali   (09.07.2020)
წარმატებები თორნიკეს

1234   (09.07.2020)
ქართველებს ავიწყდებათ რომ სოხუმი, გაგრა, და ცხინვალი ისეთივე საქართველოა თუ მეტი არა ვიდრე თბილისი და რუსთაველის გამზირი!

gufa   (09.07.2020)
idi na xui salome qartuli iswavle sxvebis gankitxvas jobia

1234   (09.07.2020)
ზურაბიშვილი მართალია. საქართველოს გუნდის ნაკრების კაპიტანი დამპრყრობელი ქვეყნის არმიის გუნდში არ უნდა თამაშობდეს. იმ არმიის გუნდში რომელმაც ქართველების მრავალჯერად გენოციდი და ეთნიკური წმენდა განახორციელა. უნდა გადადგეს კაპიტნობიდან. თუ ფედერაცია არ დათანხმდება, დაფინანსება უნდა გაუქმოს სახელმწიფომ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×