რეზონანსი
09.07.2020

ერთიანი ეროვნული გამოცდები საკმაოდ მშვიდად და მოწესრიგებულად მიმდინარეობს. ამასთან, ჩვენმა აბიტურიენტებმა გაითავისეს და გაიზიარეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებული იყო და მათ მაღალ თვითშეგნებაზე და პასუხისმგებლობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც მათ საგამოცდო პროცესის მიმართ პრეტენზია გამოთქვეს და ისინი მხოლოდ და მხოლოდ დადებით გამოხმაურებას გვიზიარებენ - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტროს არ სურდა ხისტი ყოფილიყო და რეკომენდაციების გასაჯაროების დროც ამიტომ გაიწელა.

გამოცდებზე საუბრისას, ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ მაღალი ტემპერატურით აბიტურიენტების გამოცხადების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა.

„პისიარ ტესტირებით არც ერთთან არ დადასტურდა კორონავირუსი და ჩვენ ვართ იმდენად მოქნილები და იმდენად მორგებული თითოეული აბიტურიენტის ინტერესზე, რომ არც ერთი აბიტურიენტი მაღალი სიცხის გამო არ მოიხსენება გამოცდიდან და მთლიანად ვიღებთ პასუხისმგებლობას, თუ ეს არ იქნება კოვიდთან დაკავშირებული შემთხვევა და არ დადასტურდება პისიარ-ტესტირებით"- განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოწყობილია სარეზერვო სივრცეები, რომელიც იმ აბიტურიენტებისთვის მომზადდა, რომელთაც 37,5-მდე სიცხე დაუფიქსირდებათ.

„ამასთან გამოიყო სივრცე, სადაც უკვე სხვა ტიპის ფიზიკური ბარიერია სამი მხრიდან შემოსაზღვრული და აბსოლუტურად იზოლირებულად განთავსებიან ის პაციენტები, რომლებსაც არა აქვთ პისიარ-ტესტირება ჩატარებული და აღმოაჩნდებათ 37,5-ზე მაღალი ტემპერატურა. ასე რომ ჩვენ ვიზრუნეთ ამ აბიტურიენტებზე, ისინი დაიშვებიან იზოლირებულად გამოცდაზე, დაწერენ ტესტებს და გამოცდის შემდეგ მოხდება მათი პისიარ-ტესტით გადამოწმება"- განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×