რეზონანსი
09.07.2020

ადვოკატების ვასილ მამულაშვილის და ალექსანდრე კობაიძეს გამოკითხვა დასრულდა.

გამოკითხვის შემდეგ ვასილ მამულაშვილი აცხადბს, რომ პროკურაურას ჰქონდა კთხვები, რატომ იყო კომპიუტერში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა, ასე საერთო მასალაში არეული.

„ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 157 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შენახვა-გავრცელებას. ამ კუთხით გამოვიკითხეთ ჩვენ, ანუ პირები რომლებმაც მივიღეთ ეს ინფორმაცია, როგორც მტკიცებულებები და როდესაც გავიგეთ, რომ ეს არის პირადი საიდუმლოების შემცველი მასალა, წარვადგინეთ განცხადება და განადგურება მოვითხოვეთ. შესაბამისად, ამ კუთხით დაიწყო გამოძიება, მოპოვებაა ერთ-ერთი მიმართულება, ანუ რატომ იყო კომპიუტერში ეს მასალა, ასე საერთო მასალაში არეული, ამ კუთხით არა ერთი შეკითხვა დაისვა, ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია. შესაბამისად, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით მასალის განადგურება არ მომხდარა. როდესაც ექსპერტიზამ ეს მასალები გადმოაგზავნა, უნდა ყოფილიყო განცალკევებულად. მასალები, რომლებიც არის საქმესთან რელევანტური და ცალკე უნდა ყოფილიყო პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები. მითუფრო მაშინ, როცა ეს არარელევანტური ინფორმაციაა და საქმეს არ ეხება. შსს-ს ეს მასალები უნდა ჰქონოდა, ვინაიდან საექსპერტო დაწესებულებამ გადმოუგზავნა, მაგრამ ეს მასალები ჩვენთვის არ უნდა გადმოეცათ. შეცდომაა, გაუგებრობაა თუ რა არის, ამას გამოძიება დაადგენს. არ ვიცი ეს მასალები სხვა ადვოკატებსაც გადაეცათ თუ არა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×