რეზონანსი
09.07.2020

„ექსპერტიზასთან დაკავშირებით, ჩემი მოლოდინები ბრალის დამძიმების კუთხით არანაირად არ არის. ვინაიდან, მწამს და მჯერა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ თენგო ბარბაქაძეს არანაირი შემხებლობა არ აქვს. ზოგადად, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ არავისი ბრალეულობა არ გამოიკვეთება და ბრალი არ დამძიმდება“, -აღნიშნა ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

ამასთან, გიორგი ფოფხაძე აღნიშნავს, ის რაც ამ საქმის ირგვლივ ხდება, „უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის“.

ხდება პირადი ინფორმაციის, პირადი მიმოწერის გასაჯაროება. ჩემთვის ყველაზე დიდი მარაზმი ისაა, რომ არ ვიცი ვინ, გამოძიება, კოლეგები თუ ვინ, საქმეს არ სწავლობენ, საქმის მასალებს ხელს კიდებენ და მედიას აძლევენ. მე ცხადია მედიასთან თანამშრომლობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ უნდა დავარღვიოთ დაცვის უფლება, ჩემი კოლეგებისგან სამწუხაროდ ამას ვხედავ. ამ სიტუაციიდან გამომდინარე მგონია, რომ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ახალი დანაშაული მოხდეს ასეთი უკონტროლო ინფორმაციების მიწოდების შემდგომ. პირადი მიმოწერების გამოქვეყნება არ შეიძლება. საქმეში დევს, მაგრამ საქმეს, რომელიც არ ეხება ეს მედიას არ უნდა გადასცენ“, -აღნიშნა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გალელი   (09.07.2020)
სიმართლეს ამბობთ.სანამ დასკვნა არ დაიდება არ შეიძლება წინასწარ გაასაჯარაო საქმეები.

SOS   (09.07.2020)
darwmunebuli xart, rom braleuloba ar gamoikveteba,e.i.cxonebulma bavshvma tviton moikla tavi???Rogor ara grcxveniat! Tumca darwmunebuli iqnebit radgan chaxeduli xart saqmeshi,chvenc vxvdebit kvelafers utqvenod,chvenc vicit,saqmes aseti suni udis EQSPERTIZA DAIDEBA GAKALBEBULI!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×