რეზონანსი
10.07.2020

ტაქსის მძღოლი, რომელიც კომპანია „მაქსიმში“მუშაობს თბილისის მერის, კახა კალაძის ქველმოქმედების შესახებ ყვება. 5 შვილის მამის მონათხრობს სოციალურ ქსელში ნინო ქინქლაძე ავრცელებს:

„მე ტატო ვარ გელაშვილი, თბილისელი უსახლკარო, 5 შვილის მამა, ტაქსის მძღოლი…. შეჭრილი ვიყავი შენობაში, რომელიც ეკუთვნოდა ეკონომიკის სამინისტროს. რამოდენიმე გაფრთხილების მერე მოვიდა პოლიცია და გამომასახლა.

დამრჩა ცოლ-შვილი ქუჩაში… გავმწარდი და ასე გამწარებული წავედი სატაქსაოდ, რა მოვიფიქრო, არ ვიცი…უცებ, ვხედავ, კახი დგას თავის ხალხთან ერთად ქუჩაში, ალბათ უფლის ნება იყო მასთან შეხვედრა…ინერციით ჩამოვედი მანქანიდან და წავედი კახისკენ... სახე მქონდა ისეთი შეშლილი, რომ გზა არავინ გადამიღობა.

მივედი კახისთან და ვუთხარი ჩემი მდგომარეობა, ვუთხარი, რომ იმ ღამეს გასათევიც კი არ მქონდა…

იმ ღამეს, 2 საათზე, მერიისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დახმარებით შემიყვანეს ბინაში ჩემი ცოლით და 5 მცირეწლოვანი შვილით და უკვე წელიწადნახევარია ჩუღურეთის გამგეობა მეხმარება ბინის ქირის გადახდაში.

მინდა, მივაწვდინო ჩემი მადლიერების ხმა კახის, ჯიგარ ადამიანს, კაცურ კაცს… ადამიანს, რომელსაც უნდა ენდოს მთელი საქართველო და მიჰყვეს მის მიერ გაკვალულ ბილიკებს.

მინდა ვუთხრა უღრმესი მადლობა ჩუღურეთის გამგებელს ზურაბ ჩიკვკლაძეს, რომელმაც ღამე გაათენა იმისათვის, რომ მე და ჩემი ოჯახი ღამე ქუჩაში არ დავეტოვებინეთ!

მადლობა ქალბატონ რიმა ბერაძეს, მოქალაქეების კეთილდღეობას გადაყოლილ შესანიშნავ ქალბატონს!“ – წერს ნინო ქინქლაძე, რომელიც სოციალურ ქსელში ავრცელებს ამ ისტორიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (10.07.2020)
რიმა ბერაძეს სულ ჭაღარ ბებერ ფანჩარზე კიდიხარ შენც და მთელი ჩუღურეთიც, პროსტა დაავალეს რა.

ჭორლეონე   (10.07.2020)
რიმა ბერაძეს სულ ჭაღარ ბებერ ფანჩარზე კიდიხარ შენც და მთელი ჩუღურეთიც, პროსტა დაავალეს რა.

ჭორლეონე   (10.07.2020)
რიმა ბერაძეს სულ ჭაღარ ბებერ ფანჩარზე კიდიხარ შენც და მთელი ჩუღურეთიც, პროსტა დაავალეს რა.

ჭორლეონე   (10.07.2020)
რიმა ბერაძეს სულ ჭაღარ ბებერ ფანჩარზე კიდიხარ შენც და მთელი ჩუღურეთიც, პროსტა დაავალეს რა.

dali   (10.07.2020)
ani she tviuro


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×