რეზონანსი
10.07.2020

 გუშინ ბათუმში დაჭრილი 17 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. „ის არის კონტაქტური, იმყოფება პოსტოპერაციული განყოფილების პალატაში. დაჭრილი არასრულწოვანი კლინიკაში გუშინ 21:55 საათზე შემოიყვანეს. მას აქვს მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა, ბასრი საგნით მიყენებული. ჭრილობა იყო ღრმა, სისხლდენა ჰქონდა, თუმცა შინაგანი ორგანოები არ არის დაზიანებული“, - განაცხადა მედცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ცხვარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი არასრულწლოვანი აცხადებს, რომ ბასრი საგანი თავად ჰქონდა და ჭრილობა შემთხვევით მიიყენა. ოჯახის წევრების ინფორმაციით 17 წლის ახალგაზრდა წაიქცა და ისე მიიღო დაზიანება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×