რეზონანსი
10.07.2020

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.

კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

"საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი."- ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
SOS   (10.07.2020)
samwuxarod eseni megobrebi ki ara monawileni,xelisdamfarebelni mkvlelebisa,da damnashaveni arian,romlebic aseve unda wavidnen cixeshi!

შიშველი სიმართლე   (10.07.2020)
იცით რა ვერ გავიგე რატომ დუმან საეჭვოდ გიორგის მეგობრები როცა იყვნენ მასთან რაღაცა იციან, ბიჭებო თქვით სიმართლე ის ხომ თქვენი მეგობარი იყო ასეთი კარგი მეგობარი გყავდათ თქვით სიმართლე კაცები არ ხართ რისი გეშინიათ გიორგისთან იყავით მართალნი თუ ხართ ნუ ცვლით ჩვენებებს. არ გესმით რომ ის თქვენი მეგობარი იყო სიმართლის თქმით მაინც დაეხმარეთ გიორგის რათა დაისაჯონ მისი მკვლელები ნუ გეშინიათ იყოთ სიმართლის მხარეს თორემ უფრო ცოდვები ხართ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×