რეზონანსი
10.07.2020

შაქარაშვილის საქმე და ექსპერტიზის დასკვნა - დამოუკიდებელი ექსპეტის ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, იგი ადასტურებს იმას, რომ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა განმარტა, რომ აღებული იქნა სისხლი ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და ასევე ალკოჰოლზე. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების დროს იყო ფხიზელ მგდომარეობაში.

"რაც შეეხება სიკვდილის მიზეზს ანუ ასფიქსიას წყალში დახრჩობით, ვადასტურებს, რომ სიკვდილის მიზეზი არის ნამდვილად ასპიქსია წყალში დახრჩობით. აღებული იქნა სისხლი, როგორც ნარკოტიკულ, ასევე ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და ასევე ალკოჰოლზე. ალკოჰოლთან მიმართებაში აღმოჩნდა 0,85 (მეასედი) ეთილის ალკოჰოლი, რაც ნიშნავს იმას, რომ თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების დროს" - აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×