რეზონანსი
10.07.2020

ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა, „ტოიოტა ქამრში" მსხდომი ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით, - ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

როგორც მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, „ტოიოტა ქამრიში" მყოფი პირები გამოედევნენ გიორგის და სხვა ბავშვებს, რომლის შემდეგაც დადგა უმძიმესი შედეგი.

„თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს მტკიცებულებებს რომელიმე მათგანზე, შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდებით, თუმცა დღესდღეობით ჩვენი პოზიციაა, რომ ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

რაც შეეხება „მერსედესის" მგზავრებს, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ მათთან ანალოგიური მოთხოვნა ვერ ექნებათ.

„ეპიზოდი დასრულებული იყო და „მერსედესის" მგზავრები გასცილდნენ შემთხვევის ადგილს. ბუნებრივია, ანალოგიური მოთხოვნა ვერ გვექნება. თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ აღნიშნულ პირებსაც შესაძლოა, ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავაყენებთ მათი პასუხისმგებლობის საკითხსაც", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×