რეზონანსი
11.07.2020

 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, ტაბახმელაში 5 წლის ბავში ჰასკმა გიურზას ჯიშის ქვეწარმავალის დაკბენისა და დაგესვლისგან იხსნა. ლომჯარიას მიერ გავრცელებული სტატუსის მიხედვით, საფრთხის შემჩნევისას ძაღლი აფორიაქდა და ყეფა დაიწყო, ბავშვი გადარჩა, თუმცა გიურზემ ჰასკი დაკბინა.

„წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის „რაღაცას“ ეს „რაღაცა“ კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში.

მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“, - წერს ლომჯარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ტომა   (11.07.2020)
ლამაზო

გალელი   (11.07.2020)
მეგობარო როგორ გაგისია მაგ გიურზამ ცხვირ-პირი? მიხარია რომ გადარჩი,დიდხანს იცოცხლე.მაგალითი იმისა, როგორ უნდა უშველო გაჭივრებაში ადამიანს და არა მიატოვო სასიკვდილოდ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×