რეზონანსი
11.07.2020

თელავის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე თამარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გრემელაშვილისთვის დამატებითი საპროცესო იძულებითი ღონისძიებების გამოყენებისა და ათი ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ.

„მე პოლიტიკური პატიმარი ვარ, ჩემი შვილები მარიამმა იყიდა იაფად და ყიდის ძვირად. ვითხოვ, მთავარ პროკურორ, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას" - განაცხადა მიხეილ გრემელაშვილმა სასამართლო პროცესზე.

მიხელ გრემელაშვილს ბრალდების მხარე მეუღლესა და შვილების თანდასწრებით განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე არასრულწლოვანი შვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×