რეზონანსი
11.07.2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქმესთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით არის დაბარებული დაკითხვაზე.

„ეს შეეხება პირდაპირ ეთერში თუ სხვადასხვა გადაცემაში გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც შემხებლობაში იყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან. კითხვა არ იქნება მხოლოდ ბილანიშვილთან დაკავშირებით, კითხვები იქნება ასევე სხვა უამრავ მოსაზრებასა და განცხადებაზე.

ჩვენ გვაინტერესებს წყაროები, საიდან იყო ეს ინფორმაცია მიღებული და ა.შ. ჩვენ არავის არ ვაძალებთ, ვინმემ რამე დაასახელოს. მას აქვს უფლება, დაასახელოს ან არ დაასახელოს. ჩვენ დაკითხვის შედეგად უნდა გავარკვიოთ, რა არის დადასტურებულად ნათქვამი და რა არ არის. გამოძიების მიმდინარეობის დროს, თუკი იქნება საჭირო და თუ ეს გამოძიებას წაადგება ყველა ის პირი, ვისაც შესაძლებელია რამე სახის ინფორმაცია ჰქონდეს დაიკითხება", - განაცხადა პროკურორმა.

ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვაზე სასამართლოში ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილთან ერთად მივიდა.

ადვოკატის თქმით, ნიკა გვარამიას, როგორც ჟურნალისტს, კანონით უფლება აქვს, არ გათქვას წყარო, თუ საიდან მიიღო კონფიდენციალური ინფორმაცია.

„ჩვენთვის არ არის ცნობილი, თუ რა კითხვები ექნება გამოძიებას. ერთადერთი რაც გვითხრეს, არის რომ დაკითხვა უკავშირდება შაქარაშვილის საქმეს. მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. ნიკა გვარამიას, როგორც ჟურნალისტს აქვს უფლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომ არ გათქვას წყარო, თუ საიდან მიიღო კონფიდენციალური ინფორმაცია. რამდენად ისარგებლებს ამ უფლებით, არ ვიცი. დამოკიდებული იქნება, თუ რა კითხვები იქნება დასმული", - განაცხადა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×