რეზონანსი
12.07.2020

4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვირის შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, მცირე ბიძგები დაფიქსირდება. ესაა მომყოლი მიწისძვრების სერია და, რა თქმა უნდა, ეპიცენტრულ რეგიონში, მოსახლეობა მცირე ბიძგებს იგრძნობს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ თქვა.

„ეს არ იყო ძლიერი მიწისძვრა. ეპიცენტრში მოსახალეობა ამ ბიძგებს იგრძნობდა, მაგრამ ასეთი მიწისძვრის დროს საშიში არაფერია და მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს“ - აცხადებს სეისმოლოგი.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ქარელის მიმდებარედ დღეს უკვე მეორედ შეინიშნებოდა სეისმური აქტივობა. სეისმური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქარელის რაიონშია. მისმა სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა. იქამდე, 05:54 საათზე ქარელიდან სამხრეთ-დასავლეთ, 21კმ-ში. სოფელ ლევიტანასთან 4.5 გაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×