რეზონანსი
12.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმის კიდევ ერთი მოწმე ტაქსისტია, რომელმაც 18 ივნისის ღამეს, გურამ ამირხანაშვილი დიდუბიდან წაიყვანა და სახლში  ჩვენებით ირკვევა, რომ ამირხანაშვილი ტაქსის მძღოლის ტელეფონიდან რეკავდა, ვისთან რეკავდა ამირხანაშვილი უცნობია, თუმცა კურიერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მძღოლი ჩვენებაში აღწერს, რომ ამირხანაშვილი ტელეფონზე ვიღაცას დაპირისპირების შესახებ უყვებოდა.

"შევნიშნე 2 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, 20 წლამდე ბიჭმა დამიქნია ხელი. მან ჩემი მობილური ტელეფონით განახორციელა ზარი, ჩემი ვარაუდით დაურეკა მისივე ტოლ ახალგაზრდა ბიჭს. როგორც მისი საუბრიდან გამოვიტანე აზრი, იგი უნდა ყოფილიყო რაიმე წვეულებაზე ან დაბადების დღეზე, საიდან გამოსვლისასაც მას და მასთან ერთად მყოფ პირებს მოუხდათ ჩხუბი სხვა პიროვნებებთან, რა დროსაც ჩემმა მგზავრმა გაქცევით უშველა თავს და დაიმალა.

იგი საუბრისას ასევე ახსენებდა, რომ მასთან ერთად მყოფი თეთრმაისურიანი ბიჭი უნდა ყოფილიყო ძლიერ ნაცემი და ესაჭიროებოდა დახმარება, ხოლო მას მხოლოდ ერთხელ დაარტყეს ხელი. მან მგზავრობისას სავარაუდოდ დარეკა ორ ან სამ ნომერზე. მან მითხრა, რომ მას გააჩნდა მხოლოდ მცირედი ნაკაწრები ბუჩქნარში დამალვიდან გამომდინარე.

დავტოვე ვაზისუბნის დასახლებაში, მანქანა გავაჩერე ერთ-ერთ ახალ აშენებულ კორპუსთან, გადამიხადა მგზავრობის საფასური და წავიდა პირდაპირ სადარბაზოსკენ. საუბრისას მან, როგორც მახსოვს ახსენა "შაქარა", თუმცა რატომ და რა კონტექსტში ამას ვერ ვიხსენებ,"- ნათქვამია ტაქსის მძღოლის ჩვენებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×