რეზონანსი
12.07.2020

კუპანტების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძის ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ბოლოს ოჯახის წევრები მას გუშინ ესაუბრნენ, როდესაც მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია თავად დაკავებულმა მიაწოდა.

ამ დროისთვის მათთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სამედიცინო დახმარების შემდეგ, დაკავებული ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია ოჯახმა უკვე მიაწოდა ევროკავშირსა და წითელ ჯვარს. მათ იმედი აქვთ, რომ ორშაბათს წითელი ჯვარი შეძლებს დაკავებულის მონახულებას და მეტი ინფორმაციის მიღებას.

ზაზა გახელაძის ოჯახში ადასტურებენ, რომ მას 2 სანადირო თოფი აქვს ოფიციალურად გაფორმებული და გუშინ, ერთ-ერთი თან ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×