რეზონანსი
12.07.2020

„ჩემთვის უმთავრესი ისაა, რომ პრინციპში, არ არის მსხვერპლი. გამოჩნდება ყველაფერი და დამნაშავე პასუხს აგებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ მისი შვილის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისი პროცედურების შემდეგ ყველაფერი გაირკვევა.

„აქვს ინტერესი კონკრეტულად გამოძიებას ალბათ მასთან და შესაბამისად, ჩატარდება ის პროცედურები, რაც უნდა ჩატარდეს. ამის მიხედვით გაირკვევა ყველაფერი. სრულწლოვანია, გათავისებული აქვს ყველაფერი. არ გამიზრდია ისე, რომ დანები ატრიალოს და ის... არის ჯანმრთელი ბავშვი, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს“, - განაცხადა კობალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
linda   (13.07.2020)
ტელევიზიას ხმა რომ არ ამოეღო, სად იყავით სინდისგარეცხილებო, ორი კვირა. ძალიან კარგად ვიცით ვინა ხარ და რას წარმოადგენ. შენი შვილიც შენი მსგავსია!

***   (12.07.2020)
ხოო! შენ ერთი ნაცმოძრაობა დაამთავრე და მეორე შენი შვილი აღზარდე კეთილსინდისიერ მოქალაქედ. იძახე ეხლა არ გამიზრდიაო, ნაყოფი ეგეთი მოგცა და...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×