რეზონანსი
12.07.2020

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ფეხბურთელის ოჯახის მოთხოვნაა, რომ "ტოიოტა ქამრიში" მყოფ 6 პირს ბრალი დაუმძიმდეს. კერძოდ, მათ ბრალად წაუყენონ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლი.

სამართალდამცავთა მიერ მიღებული ჩვენებების მიხედვით, ავტომობილში ისხდნენ: არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ვახო ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ასევე - ორი არასრულწლოვანი: ა.ქ. და ზ.ხ. საქმის მასალების მიხედვით, მათგან 3 ახალგაზრდა წვეულებაზე არ იმყოფებოდა და ისინი ნაძალადევის რაიონიდან წავიდნენ, ვახტანგ ჩიქოვანის ორგანიზებით, ჩიქოვანისვე "ტოიოტა ქამრით", რომელსაც, გამოძიების მასალების თანახმად, მართავდა ვასილ მახარაძე.

საგამოძიებო მასალების მიხედვით "ვახტანგ ჩიქოვანი თავისი და ნ.ხ.-ს ცემის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებზე ძალადობის მიზნით, ფიზიკური ძალის მობილიზებისათვის თავისი და გიგა ტატიაშვილის ავტომობილებით თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტიდან წავიდა თბილისში".

27 ივნისის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ვახტანგ ჩიქოვანმა ნ.ც.-სა და გიგა ტატიაშვილთან ერთად მობილიზება გაუწია ფიზიკურად ძლიერი პირების შეკრებას, რის გამოც ნაძალადევის რაიონში მიაკითხეს ვასილ მახარაძეს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ნიკა ჟვანიას და წაიყვანეს მცხეთაში.

დღემდე გავრცელებული ინფორმაციით, იმ ტრაგიკულ ღამეს მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარედ მყოფ ახალგაზრდებს პირველად "მერსედესში" მყოფი პირები დაესხნენ თავს, რომელსაც ძიუდიოისტი გიგა ტატიაშვილი მართავდა, "მერსედესის" წასვლის შემდეგ კი იმავე ადგილზე მალევე "ტოიოტა ქამრი" მივიდა, რა დროსაც ხიდთან მყოფი ახალგაზრდები გაიქცნენ, "ტოიოტას" მგზავრები კი მათ დაედევნენ. სწორედ ამ დევნის შემდეგ დაიკარგა ახალგაზრდა ფეხბურთელი. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს.

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×