რეზონანსი
13.07.2020

სროლა იყო გვიან ღამით თბილისში - წყალტუბოს ქუჩაზე ახალგაზრდები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რასაც სროლა მოჰყვა.დაპირისპირებაში დაახლოებით 15 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი პოლიციის მისვლამდე ადგილიდან გაიქცნენ.

"ჩემი აივნის ქვემოთ არის ის პარკი, სადაც იყო ხმაური და ჩხუბის ხმა. სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო, შემდეგ ხელის გარტყმის ხმაც აშკარად ისმოდა. შემდეგ უკვე რამდენიმე ადამიანი დაიძრა ამ ტერიტორიისკენ. ერთი ადამიანი ძირს დაეცა, რამდენიმე ურტყამდა და შემდეგ უკვე, ეს მასა კორპუსს რომ მიეფარა, იყო გასროლის ხმა", - განაცხადა თვითმხილველი ლელა ქებურია.

დაპირისპირების ადგილზე, ერთ-ერთი მარკეტის სათვალთვალო კამერიდან სამართალდამცველებმა ვიდეო მტკიცებულებები ამოიღეს. წყალტუბოს ქუჩაზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
ლელა   (14.07.2020)
ისე მართლაც რა საინტერესოა, მკვლელებს ფოტო ნიღბებს უკეთებენ არავინ დაინახოს და მოწმეებს უნიღბოდ რომ მკვლელებმა დაინახონ, დაიბოღმონ და შური იძიონ.

შიში   (13.07.2020)
მევიდა ჩვენი დრო? !!! სახელის დაწერაც რო საშიში გახდა უკვე?ქალმა დაინახა და თქვა, რა არ უნდა თქვან თუ ბ*ზურია?

***   (13.07.2020)
ბიჭო რამ გადარია ეს ხალხი, ზაფხულის დადგომა და ერთმანეთის ხოცვის დაწყება ერთია, ნამეტანი გვვნებს სიცხე გურჯებს ვატყობ.

lamzi   (13.07.2020)
.i

...   (13.07.2020)
კარგად გაასაჯაროვეთ თვითმხილველების სახელები და გვარები, მათაც საფრთხე რო შეექმნათ. დებილებო თქვენ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×