რეზონანსი
13.07.2020

„ყველა სასტიკად უნდა ვებრძოლოთ კრიმინალურ მენტალიტეტს“, – ამის შესახებ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ ქადაგებისას განაცხადა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა. მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის განცხადებით, კრიმინალია, როცა საქმის ფიგურანტები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, ისევე როგორც კრიმინალია, როცა მერიაში მიცემული ქრთამის შედეგად კორპუსებს დგამენ იქ, სადაც ამის ადგილი არ არის.

„ყველამ უნდა თავგამოდებით, სასტიკად ვებრძოლოთ ამ კრიმინალურ მენტალიტეტს. ოთხი დღე ეძებდნენ ახალგაზრდა ბიჭს. ამათმა იცოდნენ, რომ იქ სადღაც მდინარეში გდია მათი თანატოლი მკვდარი. წარმოგიდგენიათ? წარმოუდგენელი საშინელება ტრიალებს მათ ცნობიერებაში.

აი ამ 17 კაციდან, შეიძლება მეტიც იყო 17-ზე, იციან, რომ იქ გდია და არცერთი არ მიდის და პოლიციას არ ეუბნება, რომ აი იქ არის, ჩვენ მოვკალით, ან იმან მოკლა, სხვამ მოკლა.

წარმოგიდგენიათ რა ხდება მათ ცნობიერებაში? მერიაში რომ სიტყვაზე ქრთამს მისცემ ვიღაცას და სახლს იქ დაგადგმევინებენ, სადაც არ შეიძლება და მეზობელს რომ მზეს ჩაუბნელებ, კრიმინალი ხარ, აბა რა ხარ. ასეა ყველა სფეროში და მოდებული აქვს ეს კიბოსავით ჩვენს ქვეყანას“, – ამბობს დეკანოზი ქადაგებისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×