რეზონანსი
13.07.2020

კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და მობილიზაცია რომ ვითარება უსაფრთხო დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა

„სამწუხაროდ, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება არ უმჯობესდება, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც. იმ პრევენციული ღონისძიებების და სისტემური რეაგირებების გამო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერით, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, ქვეყანაში ამ კუთხით რჩება სტაბილური ვითარება. შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად არ არის მაღალი, ასევე იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და საბედნიეროდ, ასევე გარდაცვალების მაჩვენებელიც ბოლო პერიოდში არ გაზრდილა. მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, ყველა ექიმს, ექთანს, მოკავშირე სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ქვეყანაში არ მოხდეს COVID-19-ის ფართოდ გავრცელება. როგორც ჩანს, ამ კუთხით ჩვენ მომავალშიც დაგვჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, მობილიზაცია და ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და სხვა სამსახურებს დასჭირდებათ კვლავ ძალისხმევის შენარჩუნება, რომ ვითარება ქვეყანაში დარჩეს უსაფრთხო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×