რეზონანსი
13.07.2020

ავთანდილ ბილანიშვილმა, რომელიც ტელეკომპანია „მთავარმა" არხმა შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად მოიხსენია, არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში უჩივლა.

როგორც „პრაიმტაიმს" ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა, ქარტიაში საჩივარი ჟურნალისტური ეთიკის სამი მთავარი პრინციპის დარღვევის ფაქტზე გაიგზავნა.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-11 პრინციპები დაირღვა. ბილანიშვილი გვარამიას დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებასა და ფაქტების განზრახ დამახინჯებაში ადანაშაულებს.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×