რეზონანსი
14.07.2020

2018 წლის საარჩევნო პერიოდში საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ვალების განულების პროგრამის განხორციელება 37 517 409 ლარი და 95 თეთრი დაუჯდა. ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველოს" დეპუტატის ირაკლი აბესაძის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ანგარიშიდან გახდა ცნობილი. ანგარიში 2019 და 2018 წლების განმავლობაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის მიერ გაწეულ ხარჯებს და მიღებულ დაფინანსებას ეხება.

2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ათი დღით ადრე, მაშინდელმა პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ფონდი “ქართუ”, უპრეცედენტო სოლიდარობის აქტის სახით, მისო-ებიდან და კომერციული ბანკებიდან 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის შეძენას და მათ ჩამოწერას გეგმავდა. პრემიერმა ბახტაძემ დააანონსა, რომ სოლიდარობის აქტი 600 000 მოქალაქეს შეეხებოდა. ეს განცხადება საარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი vali.ge, რომელმაც განულების პროცესი 2018 წლის ბოლომდე დაასრულდა. აღნიშნული ვებგვერდის მიხედვით, სულ ჩამოიწერა 4 104 429 484 ლარის დავალიანება, პროგრამა კი 615 164 პირს შეეხო.

“ქართუ ფონდის” ანგარიშის თანახმად, პროგრამაზე დახარჯული თანხა სულ 37 517 409 ლარი და 95 თეთრი იყო. ეს კი ნიშნავს, რომ ჩამოსაწერი პორტფელის შეძენის დროს, "ქართუმ" ყოველი 1 ლარის ჩამოსაწერი სავალო პორტფელი 0.9 თეთრად შეიძინა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×