რეზონანსი
14.07.2020

4-ვე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დაგვემატა მხოლოდ 4 ახალი შემთხვევა. ამ მონაცემების საფუძველზე კოვიდცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს. 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა 4-ვე შემოტანილია. ესენი არიან სატვირთო მანქანის მძღოლები", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 870 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×