რეზონანსი
14.07.2020

ვერანაირი ფული ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი როგორც ხელისუფლება, პირადად არც ერთს არ გეუბნებით, მაგრამ თქვენი პოლიტიკური ძალა და თქვენც ხართ ამაზე პასუხისმგებელი, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს და „ევროპული საქართველოს" წევრს, სერგი კაპანაძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

„რითი გინდათ გადაფაროთ თემა, რომ ქალბატონი წულუკიანი პარლამენტში, ყოველ კვირა რატომ არ მოდის თქვენს დაძახილზე?! ის, რომ სტრასბურგში სამიათასი საჩივარი შედიოდა ყოველწლიურად და დღეს 10 წელია გასული იმ დარღვევების მერე და 10 წლის მერეც საქართველოს მოქალაქეების გადახდა უწევთ ჯარიმების სახით. დავანებოთ ამას თავი. ვიფიქროთ მომავალზე. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა. პარლამენტი, როგორც საკანონმდებლო ორგანო არის მომავალზე ორიენტირებული და ფიქრობს რა უნდა გააკეთოს მომავალში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესს ხელი შეუწყოს და ჩვენმა მოქალაქეებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×