რეზონანსი
14.07.2020

ევროპარლამენტარებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებას უწყვეტ პროცესს მიესალმებიან. ისინი დადებითად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და სახელმწიფოს მიდგომას კორონავირუსთან ბრძოლაში.

განცხადებაში ყურადღება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეთმობა. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ არჩევნები საქართველოსთვის ერთგვარი ტესტია იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყანა დემოკრატიული მიმართულებით ვითარდება.

ამავე განცხადებაში საუბარი 8 მარტის შეთანხმებაზეც არის. ევროპარლამენტარები წერენ, რომ შეთანხბის ყველა მხარემ ყველა ასპექტი უნდა შეასრულოს. დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში გიორგი რურუას სახელი არ ფიგურირებს.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშში შესული შესწორებები პირველი კენჭისყრით 6 ივლისს მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×