რეზონანსი
14.07.2020

შემთხვევა ზუგდიდში ორი დღის წინ მოხდა. 35 წლის ქალი ჩვილის მკვლელობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ქალი რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, ორსულობას მალავდა. 

ახალგაზრდა ქალი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. როცა შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაიყვანეს. მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა, რომ ქალი ახალნამშობიარები იყო, ჩვილი კი გამქრალი. 

პოლიციამ გამოძიება დაიწყო. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ჩვენებაში ქალი ამბობს, რომ ჩვილი დაბადების პროცესში გაეგუდა, ან გაგუდული დაიბადა. მისივე ჩვენებით, ჩვილის გაჩენის შესახებ ბავშვის მამას შეატყობინა, რომელმაც ძველ ტანსაცმელში გახვეული ჩვილის ცხედარი სოფლის ტყეში, ე.წ. კომპლექსის ნანგრევებში ჩამარხა. ოჯახი ჩვილის მკვლელობაში თანამონაწილედ მამასაც მიიჩნევს და მის დაკავებას ითხოვს. 

ჩვილის მამა ამ დრომდე დაკავებული არ არის. მან გამოკითხვისას პოლიციას ჩვილის ცხედრის ადგილსამყოფელი მიუთითა. სამართალდამცველებმა ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მამას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით აქვს წარდგენილი. მისი ოჯახი მომხდარზე არ საუბრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×