რეზონანსი
14.07.2020

დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ახალგაზრდა ქალი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 112-ე მუხლით, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქალმა დაქირავებულ ბინაში იმშობიარა, შემდეგ ბავშვის მამას ტელეფონით დაუკავშირდა, გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი დაკრძალვის მიზნით გადასცა.

ახალშობილის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. უნდა დადგინდეს, გარდაიცვალა თუ არა ახალშობილი მშობიარობის შემდეგ.

ახალგაზრდა ქალმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოს მიმართა. ის ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიკოსები მედიასთან არ საუბრობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×