რეზონანსი
14.07.2020

რურუას თემა არის მოგონილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა, რომელსაც შეკითხვა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის შესახებ დაუსვეს.

„ზოგადად, შეფასებები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რაც კეთდება და რასაც აკეთებს ჩვენი ქვეყანა. განსაკუთრებით, 2012 წლის შემდეგ გვაქვს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები. მოუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა დააზარალონ და დააზიანონ, განსაკუთრებით საზღვრებს გარეთ. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ეს გამოსდით, არის შემთხვევები, როდესაც არ გამოსდით. თუმცა ჩვენ, ხელისუფლებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიზანი და არჩევანი, რომელიც გვაქვს გაკეთებული – ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, ძალიან სწრაფად მოხდეს. ამისთვის, საჭიროა, რეფორმების განხორციელება, რომელსაც რა თქმა უნდა, ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (15.07.2020)
Ес криминали ром хмас амоигебс,


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×