რეზონანსი
14.07.2020

15 წლის ლუკა სირაძის დედა ელიკო ჩხიტუნიძე პოლიტმეტრში მისი შვილის დაკითხვის დეტალებს იხსენებს. ის ამბობს, რომ მარიამ ჩოლოიანი ლუკას მიმართ ძალიან აგრესიული იყო და ლუკას მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობდა.

„ჩვენ ვიცით რომ კედლები შენ მოხატე და აღიარე“ - ეუბნებოდა ჩოლოიანი ლუკას. ლუკა უარყოფდა, განერვიულდა და აგრესიული გახდა. ჩოლოიანმა მას უუთხრა: იცოდე კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერი? მე შენი მინაწერი მაქვს - მეგობარს რომ ეუბენბი მე დავხატე კედელიო. აღიარე ყველეფერიო.

მე შემეშინდა და ჩემ შვილს დავურეკე, ბექას გორში. მან ჩამოსვლა ვერ მოახერხა. იქ ვთქვი რომ ბექა ძალინ წარმატებული იყო და სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. ამის შემდეგ მარიამ ჩოლოიანმა ლუკას უთხრა - თუ არ აღიარებ შენ ძმას სამსახურიდან გამოუშვებენ. ჩათვალე ახლა ჩანთას ჩაალაგებს და იქედან წამოვაო“. შემდეგ მოიყვანა „მწვანე სკოლის“ მოსწავლე მშობელთან ერთად და ლუკას ეუბნებოდა რომ ამ გოგონამ თქვა რომ კედლები ლუკამ მოხტაო. ბავშვმა უარყო, შემდეგ უკვე ამ გოგოს დაემუქრა - გინდა დედაშენს ვანახო ლუკასთან მინაწერი მესიჯებიო? კი ანახეო დასამალი არაფერი მაქვსო,“ - იხსენებს ჩხიტუნიძე „ფორმულას“ ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×