რეზონანსი
14.07.2020

ანი გაბეჩავა, რომელის დაბადების დღეც 19 წლის გიორგი შაქარაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა პირველ კომენტარს ჟურნალისტ ელისო კილაძესთან აკეთებს.

ჟურნალისტის მონათხრობის მიხედვით, მედიაში მის შესახებ ძალიან ბერვი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. კილაძის თქმით, ანა გაბეჩავამ მას უთხრა რომ გიორგი შაქარაშვილს კარგად არც იცნობდა. მისვე თქმით, ანის დაბადების დღეზე ადამიანების ნაწილი დაუპატიჟებლად მივიდა.

„შაქარაშვილს არ ვიცნობდი კარგად. სამი-ოთხჯერ მყავდა ნანახი, ჩემი მეგობრის მეგობარი იყო. არანაირი სიმპატია არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ. ვახო ჩიქოვანს არც კი ვიცნობ. არ ვიცი ვინ მოიყვანა, უბრალოდ, იყო ჩემი უბნელი. როცა ჩხუბი დაიწყო გარეთ, უბნებს „ნახალოვკასა“ და „საბურთალოს“ შორის მიმდინარე კონფლიქტში ჩავერთე მეც. ყველა სტუმარი გავუშვი და ჩვენ გადავწყვიტეთ ლისზე მეგობართან წასვლა“, - ამბობს ანი გაბეჩავა.

მისი თქმით, თემქაზე ბინაში ასვლის შემდეგ გაიგეს, რომ გიორგი შაქარაშვილი არ გამოჩენილა და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ნომერი არ ჰქონდათ.

„ამ პერიოდში ვიგებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი არ გამოჩენილა და ტელეფონი არ ქონია და ვერ უკავშირდებოდნენ“, – ამბობს გაბეჩავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
აქართველოს ტკივილი   (15.07.2020)
საქართველოს ტკივილია გიორგი .ალბათ ჩვენს ქვეყანაში იმიტომ არის ამდენი პრობლემა არ არიან გიორგისნაირი შესანიშნავად აღზრდილები ბიჭები და არიან მოძალადე ძველი ბიჭები.მოძალადეებო თქვენ ყოველთვის დამარცხებულები იქნებით და საცოდვები ხართ მაგრად დაისჯებით თან თქვენ თავსაც დასჯით.

qristina   (15.07.2020)
scored amashia sxvaobaa rom ramdenjerac gaixsenebt giorgis imdenjer mogikvdebat codvili guli xolo es bichi cxondeba sanam chven gvemaxsovreba chven ki mudam gagvaxsendeba yvelasagan ganciruli sircxvilis mushtit mokluli tpui tqvens cxovrenas zilis ciin mudam tvalcin dagidgebat misi partod gaxelili sicocxlit savse tvalebi.😢

მზეო.   (15.07.2020)
არავის შერჩება და შერჩენია არავისი ცოდვა.მალე მოვა დრო და მოეკითხებათ ძალიან მწარედ უფლისაგან სამართალი ყველას ვისაც კი წვლილი მიუძღვის სხვისი სიცოცხლის მოსპობაში.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×