რეზონანსი
15.07.2020

უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ მომღერალი ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს – ფილტვის სიმსივნეს ებრძვის. მკურნალობის პერიოდი რთული, მაგრამ იმედის მომცემია და მას მთელი საქართველო გულშემატკივრობს. ხათუნას გვერდით დგანან მისი კოლეგები, ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები, რომელიც მის მხარდასაჭერად 17 ივლისს კონცერტს გამართავენ.

"ეს იყო ჩემი მომღერალი მეგობრების იდეა, უნდოდათ თანადგომა გამოეხატათ ჩემს მიმართ, მიაკითხეს “მარანს” და ისინიც დათანხმდნენ. ჩემი გამამხნევებელი კონცერტი იქნება. ალბათ ბევრ სიყვარულს გამომიგზავნიან სცენიდან.

ყველას დიდი მადლობა ვინც ამდენ სიყვარულს მიგზავნის. ნინისგან აკრძალული მაქვს კითხვაზე - როგორ ხარ ვთქვა - არამიშავს. ამიტომ ნინის ნუ გავაბრაზებთ, კარგად ვარ. ჩემი მკურნალობის მეორე ეტაპი წინ არის.

ალბათ თავადაც ვერ წარმოუდგენია ხალხს როგორ მაძლევს იმის იმედს, რომ განსაცდელს მალე მოვერევი", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ჟორდანიამ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Eka   (15.07.2020)
Gmertma cyl gaxarebyli da jamrtel gamkopot, dzalian did xanc, acec ikneba.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×