რეზონანსი
15.07.2020

კვირა არ გავა ისე, რომ სადღაც უცებ არ გაჩნდეს შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემა, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია" სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ყველა სამსახურის კარგი მუშაობისა და ხალხის მიერ რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგია.

იმნაძე აცხადებს, რომ მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად, წესების დაცვა და სიფრთხილით ცხოვრება კვლავ აუცილებელია.

„ყველას გვიხარია, რომ ჩვენთან ცოტა შემთხვევსა, გადავხედოთ გარეშემო რა ხდება, რა ხდება მსოფლიოში. რატომ ვართ ასე? პირდაპირ უნდა ითქვას, რომ კარგად იმუშავა ქვეყანაში ყველა სამსახურმა, ვისაც ეს ეხებოდა და ხალხმა მხარი აგვიბა.

ხალხს რომ მხარი არ აება, არაფერი გამოვიდოდა, რაც უნდა კარგად ემუშავათ ადამიანებს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დაგვავიწდა, აგერ ვუყურებთ ხომ რა ხდება სამეზობლოში, ცოტა იქით, ცოტა აქეთ, ყველგან, პრაქტიკულად ერთი ორი ქვეყანა არის მსოფლიოში გამონაკლისი. მეტი რა ვთქვა, არ ვიცი! მაქსიმალურად შევეცადოთ, რაღაცნაირად ჩვენი ცხოვრების წესი ცოტა ხანი მოვარგოთ, მათ შორის პანაშვიდი, ჭირი იქნება, ყველაფერს", - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ვირუსის ცირკულაცია ინტენსიური არ არის, თუმცა კვირაში ერთხელ მაინც ფიქსირდება შემთხვევა, როცა ინფიცირების წყარო უცნობია.

„საბედნიეროდ, დღეს ქვეყნაში ვირუსის ცირკულაცია არ არის დიდი, ეს მივაღწიეთ, ამგრამ ცირკულაცია მაინც არის. თითქმის კვირა არ გავა, ერთი შემთხვევა მაინც არ ამოხტეს სადღაც, სადაც არ ვიცით ინფიცირების წყარო. სატვირღოების მძღოლები როცაა და ჩვენი მოქალაქეები რომ ჩამოდიან და შემდეგ კარანტინში ვაფიქსირებთ ვირუსს, ეს არ არის საშიში, იმპორტირებულია, მაგრამ კვირა არ გავა ისე, რომ სადღაც უცებ არ გაჩნდეს შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცით.

ამ ვირუსს აქვს ცუდი თვისება, რომ შეიძლება მიმდინარეობდეს ისე, რომ კლინიკური გამოვლინება პრაქტიკულად არ იყოს. თავი წამოგტკივდეს ან პატარა სიცხე მოგცეს ერთი დღე. სამაგიეროდ, ვისაც გადაედება, ის შეიძლება მოკლა. ესაა მთელი ფილოსოფია ამ ვირუსის. თუ ბევრს დაემართება, შესაბამისად, ბევრი დაიღუპება", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×