რეზონანსი
15.07.2020

19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალება - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 10 წლის ბავშვია გამოკითხული. ინფორმაციას ერთ-ერთი ადვოკატი, გიორგი ყიფშიძე, ავრცელებს.

საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული პირის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მცირეწლოვანი ე.წ. მწვანილის ეპიზოდზეა გამოკითხული.

„მასალები არის, მათ შორის გამოკითხვის ოქმები და ახალი სახეები საქმეში. ათი წლის ბავშვიც კი გამოკითხულია ამ საქმეში - დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ფიგურირებს მწვანილის თემაზე", - ამბობს ყიფშიძე.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ნიახურის ეპიზოდი შაქარაშვილის საქმეში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მანქანა მწვანილის შესაგროვებლად გააჩერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×