რეზონანსი
15.07.2020

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისას ვიზიტორებს ერთი საათის განმავლობაში 1 ლარის გადახდა მოუწევთ,- ამის შესახებ განცხადება თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გააკეთა.

როგორც ხმალაძემ განმარტა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება უფასო იქნება, თუმცა, მათ 10 აგვისტოდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა დაარეგისტრირონ.„გამორიცხულია ამ სისტემამ არ გაამართლოს, მთავარია სწორ ადგილზე განხორციელდეს. პირველი ორი ეტაპი დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ წარმატებით გავიარეთ კოტე აფხაზის ქუჩის, აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე ორბელიანის მოედანზე.

პეკინის გამზირზე განთავსდება მუნიციპალური პავილიონები, რაც მოსახლეობას დაეხმარება, დაარეგისტრირონ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც უფასო პარკირებით უნდა ისარგებლონ ფასიან ზონაში. ხოლო ვიზიტორებისთვის ზონა იქნება ფასიანი - ერთი საათის განმავლობაში 1 ლარი.

ამის შემდეგ გადავალთ უკვე საბურთალოს რაიონის სხვა გადატვირთულ ადგილებზე", - განაცხადა ხმალაძემ

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×