რეზონანსი
15.07.2020

კომპანია “აჭარაბეთის“ მხარდაჭერით Startup Connect-ი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ სტარტაპ  შეჯიბრს  - “Startup World Cup”-ს უმასპინძლებს. რეგიონალური ღონისძიება  - „Black Sea and Beyond Regional Competition” საქართველოში პირველად გაიმართება, სტარტაპ შეჯიბრი 30 ივლისს მოაეწყობა. 

Startup World Cup მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია სტარტაპებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს (1.000.000$) შეადგენს. ფინალისთვის შესარჩევი შეჯიბრი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. საქართველო შავი ზღვის გარშემო 10-მდე ქვეყანას გააერთიანებს და რეგიონის გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც ფინალურ ტურზე კალიფორნიაში გაემგზავრება, მთავარი პრიზის მოსაპოვებლად.

„აჭარაბეთისთვის, ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი მიმართულებაა და კოპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას აღნიშნული დარგის განვითარებისთვის საქართველოში. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარადჭერით საქართველოსა და რეგიონში სტარტაპების განვითარებას და გაძლიერებას ვუწყობთ ხელს. ეს არის უნიკალური პლატფორმა სადაც თავს იყრის ყველა ინოვაციური და კრეატიული სტარტაპი და ახლა უკვე საქართველოსაც აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა. ყველა მონაწილეს აქვს შანსი მოიპოვოს დაფინანსება და გახდეს წარმატებული არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. მინდა ვუსურვო წარმატება და გამარჯვება ყველა ქართულ სტარტაპს.“ -აცხადებს “აჭარაბეთის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინი გუჯაბიძე.

სტარტაპ შეჯიბრის გარდა, ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს არაერთ წარმატებულ საერთაშორისო სპიკერს და გაიზიაროს მათი გამოცდილება, დაესწროს ვირტუალურ გამოფენას, დაამყაროს კონტაქტები მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან. 

მონაწილოების მისაღებად, სტარტაპებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია არაუგვიანეს 24 ივლისისა, მითითებულ ბმულზე: https://www.startupworldcup.io/georgia

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.startupworldcup.io/georgia-regional

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×