რეზონანსი
15.07.2020

„ჯორჯიან მანგანეზისა“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის (NSC) თანამშრომლობით, ზესტაფონში, კლინიკა „ფერომედის“ ტერიტორიაზე, მამომობილის საშუალებით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომელ ქალბატონებს ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაუტარდათ.

„კომპანია თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, გამოკვლევების პროცესი წარმატებით ჩატარდა. აღნიშნული ნაბიჯით შესაძლებელია, რომ ქალბატონებს პრობლემა, თუ ის რეალურად არსებობს, დროულად გამოუვლინდეთ, ხოლო კონკრეტული პრობლემის გამოვლენის შემდგომ ის სრულფასოვნად იქნას გამოკვლეული“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ჯანდაცვის კოორდინატორმა, ვასილ პეტრიაშვილმა.

აღნიშნულ კვლევებს პერმანენტული ხასიათი აქვს და „ჯორჯიან მანგანეზი“ მას უფასო პროგრამის ფარგლებში პერიოდულად ატარებს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×