რეზონანსი
15.07.2020

ძალიან აქტიურად გვესმის კითხვა საარჩევნო სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით. ამაზე განხილვა ჯერ არ დაწყებულა და შესაბამის გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს. გვესმის, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იქნება ჩართული, მათ შორის საჯაროდ.

„ყოველ შემთხვევაში ის აუცილებლად იქნება უშუალოდ ჩართული ყველაზე მნიშვნელოვან, საკვანძო ღონისძიებებში, რომლებიც „ქართული ოცნება" საარჩევნოდ გამართავს. დანარჩენს ანუ ტაქტიკურ საკითხებს განვიხილავთ ყველა ერთად პოლიტსაბჭოს ფორმატში და პოლიტსაბჭოსაც თავად ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
--   (15.07.2020)
ქურდობა დანაშაულია, ბევრის მოპარვა – ბიზნესი, ვისაც ქურდობის შნო არ აქვს, ციხეშია, ვისაც აქვს – მთავრობაში.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×