რეზონანსი
15.07.2020

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში გამომძიებლები ეძებენ ტელეფონს, სადაც საქმის ოქროს მოწმის გური ამირხანაშვილის ფიზიკური და სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფაა ჩაწერილი.

როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ლესელიძე-სენაკი თბილისის ავტობანის, არაგვის ხიდის ტერიტორიიდან,  ხიდის მიმდებარედ მყოფ ახალგაზრდებს პირველად 00:37 საათზე „მერსედესში“ მყოფი პირები დაესხნენ თავს. „მერსედესის“ წასვლის შემდეგ კი იმავე ადგილას 6 წუთში „ტოიოტა ქამრი“ მივიდა, რა დროსაც ხიდთან მყოფი დაზარალებული ახალგაზრდები ხიდის მიმართულებით გაიქცნენ. „ტოიოტას“ მგზავრები კი მათ დაედევნენ. სწორედ ამ დევნის შემდეგ იკარგება შაქარაშვილის კვალი.

ხიდის ინდიციდენტის შემდეგ, „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილი ჯერ თბილისისკენ წავიდა, შემდეგ კი დაბრუნდა იქ, საითკენაც ბიჭები გაიქცნენ. მანქანა გაჩერდა იმ ფერად შენობასთან, სადაც გური ამიხრანაშვილი იმალებოდა.

როდესაც არჩილ გაგნიძემ და ვასილ მხარაძემ სხვების დახმარებით იპოვეს გური ამირხანაშვილი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და თბილისში წამოიყვანეს.

„ექსპრესნიუსის“ ინფრომაციით, გზაში „ტოიოტა ქამრში“ მსხდომი პირები გური ამიხრანაშვილზე  ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.

ერთ-ერთი არასრულწლოვანი ამ ზეწოლას მობილური ტელეფონით იღებდა. თბილისთან შემოსასვლელში, ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ამირხანაშვილზე ხორციელდება, სექსუალური ხასიათის ზეწოლა, რომელიც ასევე ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა გადაიღო იგივე ტელეფონით.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მობილური ტელეფონი საქმეში არ არსებობს და გამქრალია.

„ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, გამოძიება ეძებს ტელეფონს და ცდილობს ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებეულებები მიიღოს. 

ამ ზეწოლების შედეგად, გამოძიებასთან გური ამირხანაშვილი ცვლის ჩვენებებს ამბობს, რომ პირველი ჩვენების მიხედვით, ავტომობილში ამირხანაშვილის გარდა 6 ადამიანი იყო, რომლებმაც თბილისში ნების საწინააღმდეგოდ წამოიყვანეს. 

„როდესაც ბუჩქებში ვიყავი ჩავარდნილი, მე მომიახლოვდა ნახსენები, მე-2 მანქანიდან გადმოსული და ჩვენსკენ გამოქცეული სამი ბიჭი, რომლებსაც მე ავუხსენი და ვუთხარი, რომ არაფერ შუაში ვიყავი და მათ მხოლოდ ვაშველებდი კიბეებთან მომხდარი ჩხუბის დროს და მითხრეს, რომ ჩავმჯდარიყავი მათ მანქანაში. მე მათ ვთხოვე, რომ არაგვზე გამავალი ხიდის მიმართულებით გაეჩერებინათ, რათა ჩამოვსულიყავი, რადგან მსურდა, რომ მომეძებნა ჩემი ბავშვობის მეგობარი გიორგი შაქარაშვილი. მე მათ მკითხეს თუ რატომ უნდა ჩამოვსულიყავი აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა მე მათ დავუმალე მიზეზი, რადგან თუკი გაიგებდნენ რეალურ მიზეზს ისინიც გაჩერდებოდნენ. აღნიშნულმა პიროვნებებმა მე არ გამიჩერეს მანქანა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ წამომიყვანეს თბილისის მიმართულებით და ჩამომსვეს თბილისში დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ.“- წერს პირველ ჩვენებაში ამირხანაშვილი.

თუმცა, გურამ ამირხანაშვილმა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება 2 დღეში შეცვალა. 21 ივნისის გამოკითხვის ოქმში ამირხანაშვილი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის შემდეგ, მას თბილისში წაყვანა შესთავაზეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ არავის უმოქმედია. 

გურამ ამირხანაშვილი 21.06.2020 ჩვენება.

„როდესაც ნარეკვავის დასახლებაში არაგვის ხიდთან მომხდარი კონფლიქტის შემდგომ, როდესაც ექვსმა პიროვნებამ მე მიპოვეს ბუჩქებში დამალული, შემომთავაზეს რომ ჩავმჯდარიყავი მანქანაში და გავყოლოდი ქალაქ თბილისში. ვინაიდან ვიყავი დაბნეული და შეშინებული, მათ შემოთავაზებაზე უარი არ მითქვამს და ჩავუჯექი მანქანაში უკანა სავარძელზე. არაგვის ხიდს როდესაც მივუახლოვდით თბილისის მიმართულებით მოძრაობისას, მე მათ ვთხოვე, რომ გაეჩერებინათ მანქანა და დავეტოვებინე ხიდთან რაზედაც უარი მითხრეს იმ მოტივით, რომ ღამე მარტო ვერ დამტოვებდნენ. ამიტომ მე აღნიშნული პიროვნებებისთვის კატეგორიულად არ მომითხოვია, რომ მანქანიდან ჩამოვესვი და დავეტოვებინე, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ მათ კატეგორიულად მოვთხოვდი მანქანის გაჩერებას, ისინი გააჩერებდნენ და დამტოვებდნენ. აქვე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები მე არ დამმუქრებიან და იძულებით არ ჩავუსვივარ მანქანაში, ასევე გზაში არცერთ მათგანს ჩემთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებია და არც დამმუქრებიან.

მე მანქანაში მჯდომ პიროვნებებს მშვიდი ტონით ვთხოვე, რომ მანქანა გაეჩერებინათ. აქვე დავამატებ, რომ როდესაც თავდაპირველად ჩამსვეს მანქანაში მაშინვე მითხრეს, რომ დიდუბეში ჩამიყვანდნენ და იქ დამტოვებდნენ“- წერია შეცვლილ მეორე ჩვენებაში.

მესამე ჩვენებაში, რომელიც 23 ივნისით თარიღდება, გურამ ამირხანაშვილი, ისევ მისი ნების საწინააღმდეგო მოქმედებებზე საუბრობს.

23:06:2020 (ჩვენება)

„მათ მკაცრი ტონით მითხრეს, რომ დავმჯდარიყავი მათ მანქანაში, ერთ-ერთმა მათგანმა გადამხვია ხელი და ჩამსვა მანქანაში, გვერდი-გვერდ კი ორ-ორი პიროვნება მომიჯდა, რათა არ გადავსულიყავი მანქანიდან. რის გამოც, მე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მათი მოთხოვნით შესაბამისად, ჩავუჯექი მანქანაში და იმ ადგილიდან გავყევი ზემოაღნიშნულ პირებს. მე აღნიშნული ფაქტის შესახებ იმიტომ არ განვაცხადე პოლიციაში, რომ ვიფიქრე, ჩემი თბილისში წაყვანით, გაქცეულ პიროვნებებს საფრთხე ავარიდე და მათ აღარაფერი ემუქრებოდათ.“- წერს მესამე ჩვენებაში ამირხანაშვილი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×