რეზონანსი
15.07.2020

მარტვილში სამი დღის წინ გარდაცვლილი ქალის ახლობლები ცხედრის ხობში გადასვენებას ითხოვენ, თუმცა ქმრის ოჯახი მათ ამის საშუალებას არ აძლევს. ამის გამო ოჯახმა გუშინ სოფელ ნოჯიხევთან სენაკი-თბილისის გზის ცენტრალური მონაკვეთი გადაკეტა და ცხედრის გადასვენებაში პოლიციის დახმარება მოითხოვა.

ოჯახის ნათესავები ამტკიცებენ, რომ ქალს ოჯახში უთანხმოება ჰქონდა, რამაც შესაძლოა თვითმკვლელობა გამოიწვია. მათი თქმით, ქალზე მეუღლე, დედამთილი და მული ფსოქოლოგიურად ძალადობდნენ. გარდაცვლილის მამიდა ბენზინის გადასხმითა და თავის დაწვით იმუქრება, თუ გარდაცვლილის ცხედარს არ გამოატანენ.

-ჩემი შვილი არის ზალადობის მსხვერპლი. მონად ჰყავდათ. ვიცი, რომ ჩემი შვილი მოკლულია. ქმარიც აშინებდა, დედამთილიც აშინებდა და მულიც, – ამბობს გარდაცვლილი ქალის მამა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ანი   (15.07.2020)
ამ ხალხს პატრონი არ ჰყავს,თუ სხვა ქვეყანაა,რატომ არ არის საქმე აღძრული თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.სადაც ეს მოხდა რატომ გაატანეს ცხედარი სამართალდამცავებმა?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×