რეზონანსი
15.07.2020

"ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სოფელ ალში მომხდარი ჯგუფური ცემის ფაქტზე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 11 ივლისს, ხაშურის რაიონის სოფელ ალში, დ.დ.-მ, ს.ნ.-მ და ხ.ნ.-მ, ჯგუფურად ჩაიდინეს ძალადობა 73 წლის მ.ფ.-ს მიმართ, რა დროსაც დაზარალებულს მიაყენეს დაზიანებები.

სამართალდამცველებმა დ.დ., ს.ნ. და ხ.ნ., 2020 წლის 13 ივლისს დააკავეს.

ხაშურის რაიონულმა პროკურატურამ სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ცემა) წარუდგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება,"- ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×