რეზონანსი
15.07.2020

47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი უკვე მეცამეტე დღეა, ოკუპანტების მიერ ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. გორის რაიონის სოფელ აძვიდან გატაცებული მამაკაცის გათავისუფლებას ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს.

უკვე მეხუთე დღეა უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ელოდება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის ოჯახი. ოკუპანტების მიერ დაჭრილს ამჟამად ცხინვალის ჰოსპიტალში მკურნალობენ. ოკუპანტებმა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრის ნახვის საშუალება არ მისცეს.

დაკავებულების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და მოწოდებები დეოკუპაციასთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტებმა ერგნეთში აქცია გამართეს. რუსეთის ქმედებები, თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებზე და მათი გატაცება, საოკუპაციო ხაზთან დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

საოკუპაციო ხაზთან დაკავებულების გასათავისუფლებლად ყველა მექანიზმის ამოქმედებისა და მათი ოჯახებში უვნებლად დაბრუნების გზების მოძებნაზე საუბრობს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას განცხადებით ადამიანების უფლებების მსგავს, უხეშ დარღვევებს შესაბამისი საერთაშორისო რეაგირება უნდა მოჰყვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×