რეზონანსი
27.12.2021

საწყლოსნო ურთიერთობის მოგვარებას ყაზახეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მეგობრული და ურთიერთსასარგებლო კავშირების განვითარებისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩინეთის სახელმწიფო პროგრამის "ჩინეთის დასავლეთის დიდი ათვისების" მეორე ეტაპის განხორციელება, რომელიც გათვლილია 2030 წლამდე. ის მოითხოვს წყლის ჯებირისა და ტრანსსასაზღვრო მდინარეების მომავალ გაფართოებას.

სპეციალისტების შეფასებით, ჩინეთის მიერ წყლის ჯებირის გაზრდა უკვე გავლენას ახდენს არასასურველი ეკოლოგიური შედეგების ფორმირებაზე, რომელთა შორისაც უნდა გამოიყოს შემდეგი: წყლის ჯებირის არსებობამ მდინარე შავ ირტიშზე გამოიწვია წყლის ნაკადების შემცირება ზაისანის ტბაში, რამაც თავის მხრივ მისი წყლის დონის შემცირება განაპირობა. მდინარე ირტიშზე წყლის დონის შემცირებამ გამოიწვია ჯებირის პირობების გაუარესება და წყლის დონის შემცირება ყაზახეთის წყლის არხზე "ირტიში-ყარაღანდა სეტპაევის სახელობის".

შედეგად, შესაძლოა მნიშვნელოვნად გამწვავდეს ყაზახეთის ცენტრალური რეგიონების წყლით მომარაგების პრობლემა და პირველ რიგში კარაგანდისა და კარაგანდის რაიონის, რომელთათვისაც ეს არხი წყლით უზრუნველყოფის მთავარი არტერიაა.

მდინარე ირტიშში წყლის დონის შემცირებამ შესაძლოა კლიმატის არიდიზაცია და შესაბამისად, ნიადაგის ბუნებრივი ტენიანობის შემცირება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოსავლიანობის კლება, საძოვრების დეგრადაცია და ყაზახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის გაუდაბნოება გამოიწვიოს.

ბოლო პერიოდში ჩინეთში ტრანსსასაზღვრო მდინარე ილის ბასეინში ააშენეს დაახლოებით 40 წყალსაცავი, 250-ზე მეტი ჯებირი, ირწყვება 500 ათასზე მეტი ჰექტარი ტერიტორია. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ყაზახეთისა და ჩინეთის ტერიტორიაზე მიედინება 23 ტრანსსასაზღვრო მდინარე.

ყაზახეთი წყლის რესურსების დეფიციტს განიცდის. ქვეყნის ზედაპირული წყლების დაახლოებით ნახევარი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიიდან მოემართება. წლიური შემოდინების შემცირების 90%-ს შეადგენს მეზობელი ქვეყნებიდან შემცირებული შემოდინება. ყაზახეთის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს წყლის უკმარისობის პრობლემის მოგვარებაზე - ცვლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას ექსტენციური მეთოდებიდან ინტენსიურზე გადასვლის საშუალებით.

როგორც აღნიშნავენ ჩინელი მეცნიერები, საერთაშორისო დონორებთან მჭიდრო მუშაობის შედეგად ყაზახეთი თავისი საწყლოსნო რესურსების მართვის რეფორმირებას ახდენს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს წყლის მსხვილ მომხმარებელთა შორის კავშირებს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. ახალი აქცენტი კეთდება წყლის ეფექტურ გამოყენებაზე. 2030 წლისთვის ყაზახეთი შეამცირებს წყლის მოხმარებას 4,5 მილიარდ კუბომეტრამდე წელიწადში.

დამატებითი სტიმული ყაზახეთის საწყლოსნო პოლიტიკის შეცვლაში გახდა სურვილი შემცირებულიყო პოტენციური დაძაბულობა ჩინეთთან. ამდაგვარად, ყაზახეთი ყველა პირობას ქმნის საიმისოდ, რომ მოლაპარაკება წყლის თემაზე წარმატებულად წარიმართოს.

ჯერ კიდევ 2017 წელს ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ტრანსსასაზღვრო მდინარეების საწყლოსნო რესურსები საერთო კეთილდღეობას წარმოადგენს და ყაზახეთს კარგად ესმის მეზობლების სურვილი მაქსიმალურად რაციონალურად იქნეს გამოყენებული ეს რესურსები.

წყლის გაყოფა ზარალის მიყენების გარეშე უნდა მოხდეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ტრანსსასაზღვრო მდინარეების ქვედა დინებასთან არიან განლაგებულნი, მათ შორის ყაზახეთისათვის. ამიტომაც ეს ქვეყანა იმედოვნებს, რომ წყლის გაყოფის თემაზე მოლაპარაკება ჩინეთთან სამართლიანად წარიმართება.

ყაზახეთს და ჩინეთს წყლის სფეროში დადებითი თანამშრომლობის მაგალითი უკვე აქვს. 2013 წელს ტრანსსასაზღვრო მდინარე კორგასზე ორმა ქვეყანამ ერთობლივად ააშენეს ჰიდროკვანძი და ხელი მოაწერეს მთავრობათაშორის შეთანხმებას მის ერთობლივ გამოყენებაზე. 2019 წელს დასრულდა ერთობლივი ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეკონსტრუქცია მდინარე სუმბეზე. იმავე წელს დაიწყო "ჩუკურბულაკის" დამბის მშენებლობა მდინარე ხორგოსზე, რომლის მშენებლობის დასრულებაც 2022 წელს იგეგმება.

ერთი სიტყვით, ტრანსსასაზღვრო წყლების კეთილმეზობლურად გამოყენებაზეა დამოკიდებული ათობით მილიონი ადამიანის ბედი, პოლიტიკური სტაბილურობა, რეგიონის კეთილდღეობა და შესაბამისად მეგობრობისა და ნდობის განმტკიცება ჩინეთსა და ყაზახეთს შორის.

ჩინეთის თავჯდომარემ სი ცზინპინმაც თავის წერილობით განცხადებაში, რომლითაც მან გლაზგოში მსოფლიო ლიდერების სამიტს მიმართა (1-2.11.2021), ხაზი გაუსვა "მწვანე ტრანსფორმაციის" მნიშვნელობას მსოფლიოს კლიმატური ცვლილებების პრობლემაზე საუბრისას. ჩინეთი აპირებს პრიორიტეტული ყურადღება დაუთმოს ბუნების შენარჩუნებას.

 

ალექსანდრე ალექსიძე

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×