ანუ არის თუ არა სადღესასწაულო სუფრა ტესტი ჯანმრთელობისთვის
რეზონანსი
10.02.2020

უკვე მოვილიეთ სამი ახალი წელი, ორი შობა, ორიც ნინოობა – შესაბამისად, უამრავი სუფრა და ლხინი... სადღესასწაულო დღეებმა მოსახლეობის უმრავლესობას თავისი კვალი დააჩნია, მომატებული კილოგრამები დღეს ჩვენი თანამემამულეების აბსოლუტური უმრავლესობისათვის დიდი თავსატეხი გახდა. 

ამ საკითხთან მიმართებაში, ბუნებრივია, ჩნდება მთავარი კითხვა - ერთი მხრივ, სიმსუქნისაკენ მიდრეკილი, ხოლო მეორე მხრივ ამ პრობლემისგან თავისუფალი  ადამიანი ერთი და იგივე არადიეტური საკვების მიღებით პირველ შემთხვევაში რატომ იმატებს წონას ადვილად და ბევრს, მაშინ როცა მეორე შემთხვევისას მხოლოდ უმნიშვნელო მატება გვხვდება?

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

წონის მატება საკმაოდ ბევრ პრობლემას უქმნის ადამიანს, როგორ ავარიდოთ თავი ამ რეციდივებს? Aარის თუ არა გონივრული გამოსავალი უარი ვთქვათ  სადღესასწაულო სუფრებზე?

რა თქმა უნდა, არა... დღევანდელი დაძაბული რუტინული რეჟიმიდან გამომდინარე ასკეტური ყოფა და უარის თქმა სადღესასწაული დღეებზე კიდევ უფრო დაამძიმებს ფსიქო-ემოციურ ფონს, რაც უმნიშვნელოვანესი, უფრო მეტიც, გადამწყვეტი  ფაქტორია წონის რეგულირებისათვის. რაიმე სახის პროდუქტის მკვეთრი, ან სრული აკრძალვა, თუ ამის რეკომენდაცია არ გვაქვს ექიმისგან, თვითნებურად არ შეიძლება. თვითნებურმა აკრძალვებმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. უმთავარესი პრინციპია ზომიერება... სადღესასწაულო სუფრებზე არადიეტური პროდუქტები უნდა მივირთვათ მცირე რაოდენობით, გასინჯვის დონეზე...

რა უნდა გაითვალისწინოს მასპინძელმა მენიუს შედგენისას, იმისათვის რომ სტუმრებს არ შეუქმნას დისკომფორტი?

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა. შეიძლება ერთი და იგივე ინგრედიენტებისგან მოვამზადოთ როგორც დიეტური, ასევე არადიეტური საკვები. შესაძლებელია ხორცი შევწვათ ცხიმში, რაც არასასურველია, ან მოვამზადოთ გრილზე, რაც სასურველი და უმეტესობისათვის ხელმისაწვდომია. ბუნებრივია, არჩევანი ჯანსაღ საკვებზე უნდა ავიღოთ - მოხარშული ხორცი სხვადასხვა ვარიანტით, მოხარშული თევზეული, მხალეულობა როგორც ნიგვზით, ასევე ნიგვზის გარეშე, ყველი, ნადუღი, ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშე და სხვა. ეს ის საკვებია, რაც არ შეუქმნის უხერხულობას სტუმრებს. უმჯობესი იქნება თუ დავამკვიდრებთ განსხვავებულ კულტურას, რომ თავად მასპინძელმა, რომელიც სუფრას ამზადებს, აქცენტი სწორედ ჯანსაღ საკვებზე აიღოს და არა ცომეულობაზე... 

სადღესასწაულო სუფრა და მისი შედეგი - წონის მატების ხარისხი რამდენად შეიძლება იყოს ტესტი ადამიანის ჯანმრთელობის ხარისხის განსაზღვრისთვის?

გააჩნია დარღვევის ხარისხს. ერთდღიანი ვახშამისას, თავისი ზომიერების ფარგლებში წონის მატება არ უნდა აღემატებოდეს წონის 1-2%; თუ ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია, პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ საჭიროა კონსულტაცია ექიმთან და სათანადო გამოკვლევების ჩატარება, იმისათვის რომ დადგინდეს წონის მარტივად მატების მიზეზი. 

სიმსუქნე ეს არის ქრონიკული მორეციდივე დაავადება, რომლის დროსაც დარღვეულია ნივთიერებათა ცვლა ანუ მეტაბოლიზმი. შესაბამისად, სიმსუქნის დროს წონას უფრო მარტივად ვიმატებთ და ამ მომატებული წონის დაკლებაც უფრო რთულია. მაგალითად, სადღესასწაულო დღეებში ნორმალური სხეულის მასის მქონე ადამიანი საშუალოდ, 0,5-1,5კგ-მდე იმატებს წონაში, ხოლო სიმსუქნის, ანუ მაღალი სხეულის მასის ინდექსის მქონე პირებში წონის მატება გაცილებით მეტი -  სამჯერ-ოთხჯერ მეტი შეიძლება იყოს.

წონის მატებისას ხშირ შემთხვევაში ჩნდება კითხვა - რამდენად აუცილებელია ექიმთან ვიზიტი?

ექიმთან ვიზიტი ყველა პრობლემას თვალსაჩინოს გახდის - პაციენტის გამოკითხვით, მისი ჩივილების შეფასებით, ანუ ანამნეზის შეკრებით, უფრო მიზანმიმართულია ლაბორატორიული ანალიზები. გამოკვლევების საჭიროება ინდივიდუალურად დგინდება და დამოკიდებულია პაციენტის ჩივილებზე, მის ზოგად მდგომარეობაზე, ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ ხშირად საჭირო ხდება მედიკამენტური მკურნალობა გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად. მაგალითად, სიმსუქნის დროს ხშირად არის ლიპიდური ცვლის დარღვევა, ანუ მაღალი ქოლესტერინი სისხლში, ან შაქრიანი დიაბეტი და სხვა, რაც საჭიროებს შესაბამის მკურნალობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ განტვირთვისა თუ სადღესასწაულო დღეებში ჩვენი მომატებული წონის ხარისხი პირდაპირი მანიშნებელია, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების წინაშე ვდგევართ და საჭიროა მათი უსწრაფესად გადაჭრა. 

 

იმისათვის რომ თავიდანავიცილოთწონისმატება, რა შეიძლება მოვაგვაროთ ექიმის გარეშე, დამოუკიდებლად?   

ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია თავისი რეჟიმის მოწესრიგება - ენდოკრინოლოგები საზოგადოებას მუდმივად მოვუწოდებთ, რომ კვება იყოს მრავალფეროვანი, შედგებოდეს ცილებისგან, ცხიმებისა და ნახშირწყლებისგან; რომ სწორი კვება არა მხოლოდ წონის კორექციის, არამედ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი; რომ ჩვენი რაციონი იყოს მდიდარი ვიტამინებით და მინერალებით, რომ აუცილებელია  საკვების მიღება დღეში 4-5 ჯერ, ხშირად და მცირე ულუფებით, რომ შესაძლებელია კვებებს შორის მსუბუქი წახემსებაც შიმშილის შეგრძნების შემთხვევაში, რომ აუცილებელია დღის განმავლობაში 1,5-2 ლიტრი წყლის მიღება, სრულფასოვანი ძილი და ფიზიკური აქტივობის გაზრდა - თუ ვერ ვახერხებთ ფიტნეს ცენტრში ვარჯიშს, ყველასთვის მოსახერხებელია ფეხით სიარული. ეს ის ზოგადი პოსტულატებია, რაც ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური წესი უნდა გახდეს. ამას ალტერნატივა არა აქვს.

სადღესასწაულო სუფრების შემდეგ თითქმის გარდაუვალია წონის მატება, ამ შემთხვევისასროგორუნდამოვიქცეთ?

რჩევაინდივიდუალურია - გააჩნია რამდენია მატება - თუ ნორმის ფარგლებშია მონაცემი და წონა 1-2 პროცენტზე მეტით არაა გაზრდილი, მაშინ სჯობს ბალანსირებული კვების გაგრძელება, რაც დინამიკაში მოგვცემს სასურველ შედეგს დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ თუ წონის მატება გაცილებით მეტია სადღესასწაულო სუფრების შემდეგ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ასევე განტვირთვის დღეებიც, თუმცა არა თვითნებურად. ნებისმიერი სახის კვება უნდა იყოს შერჩეული სწორად, ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ალბათ დადგა დრო, ცხოვრების წესის ნაწილად გახდეს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება, რაც თავიდან აგვარიდებს ჯანმრთელობის პრობლემებს

P.შ.  კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 515 500

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×