ელზა პაპოშვილი
18.09.2020

უმძიმესი შემთხვევა კახეთში, სოფელ გიორგიწმინდაში - მამამ მის შვილებზე მოძალადე არასრულწოვანს ყური მოაჭრა. 14 წლის არასრულწლოვანმა, სავარაუდოდ,  8-9 წლის ძმებზე გარყვნილი ქმედება სცადა, რის გამოც მათმა მამამ ის ამ ფორმით დასაჯა. დაკავებულია, როგორც 14 წლის არასრუწლოვანი, ასევე 38 წალის მამაკაცი. სოფლის მცხოვრებლები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ დაუყოვნებლივ ძმების მამის გათავისუფლება უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვით იმუქრებიან. 

მათი თქმით, აფექტში მყოფმა მამაკაცმა ეს საქციელი ბავშვების დასაცავად ჩაიდინა და მან ამისთვის სასჯელი არ უნდა მიიღოს. ხოლო 14 წლის მოზარდის სოფლიდან გაძევებას ითხოვენ, რადგანაც მათი მტკიცებით, ის მსგავს გარყვნილ ქმედებაში შემჩნეული ადრეც ყოფილა. 

მათივე ინფორმაციით, არასრუწლოვანი ერთ-ერთ ძმაზე თითქმის ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა და აშინებდა, რომ ამის შესახებ არსად ეთქვა. ფაქტი კი ერთი დღის წინ საღამოს საათებში სოფლის მიტოვებულ შენობაში მოხდა. ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ 14 წლის მოზარდმა 9 და 8 წლის ძმები ამ შენობაში შეიტყუა. მათზეე მუქარის გამოყენებით, გარყვნილი ქმედება სცადა, თუმცა, ერთ-ერთმა ძმამ გაქცევა მოასწრო და საშველად მამასთან მივიდა. 38 წლის მამაკაცმა კი ადგილზე მისვლისას მოზარდს ყურის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. 

„საშინელი ფაქტი მოხდა და ყველა ჩვენი თავი ამ მამის ადგილას წარმოვიდგინოთ. კიდევ კარგი რომ გამწარებულმა მამამ ეს ბავშვი იქვე არ მოკლა. წარმოგიდგენიათ ვინ რას იზამდა ასეთ დროს? კაცი ჭკუიდან გადავიდა, რომ გაიგო მის შვილებზე ასე ვიღაც ძალადობდა. ბავშვების მდგომარეობა საერთოდ ვინმეს წარმოუდგენია, რა დღეში არიან? 

ეს 14 წლის მოზარდი მსგავს ქცევაში ადრეც იყო შემჩნეული და ადრეც ერთი-ორჯერ სცემეს, მაგრამ კატეგორიულად უარყოფდა. ახლა კი მამა ფაქტზე დაადგა. ძმები შეუტყუებია დანგრეულ შენობაში და მათზე ძალადობა უცდია. ერთ-ერთი ძმა გამოექცა და მამას საშველად დაუძახა. ესეც ადგილზე რომ მივიდა, აფექტში მყოფმა დაზიანებები მიაყენა. დაუყოვნებლივ მამის გათავისუფლებას ვითხოვთ, არა და სოფელში აქციები დაიწყება“,-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“ 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1 პირი 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა.

პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით აწარმოებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
Hani   (19.09.2020)
Gairyvna sakartvelo.ghmerto ushvele!!!

Robi   (18.09.2020)
Mamas ras erchit gamoushvit mag isedac gamcarebuli kaci.dakodo unda mag dedamotynuli 14clis amdeni sibindzure romaaq tavshi 24 ras izams.....

კახელი   (18.09.2020)
ყური კი არ უნდა მოეჭრა ყვე.....ი უნდა მოეჭრა. აი ეს საზიზღარი არასამთავრობოები და ამდენი პროპაგანდა ტელევიზიების მხრიდან. საერთოდ სოფლიდან უნდა მოაშორონ მთელი ოჯახი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×