წინასაარჩევნოდ ტრამპისეული ზემოქმედების მაგალითი, თუ აუცილებელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის შეტყობინება
მარიკა ხორავა
16.10.2020

რამდენიმე თვის განმავლობაში პანდემიის პირობებში აშშ-ს მთავრობა გაჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტებით ეხმარება. ახლანდელ სასურსათო ყუთში პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი წინასაარჩევნოდ წერილიც დევს. ზოგისთვის ეს მიუღებელია, რადგან არჩევნები ახლოვდება.

თეთრი სახლის ტიტულიანი წერილი დაბეჭდილია როგორც ინგლისურ, ასევე ესპანურ ენებზე. წერილი ხაზს უსვამს ფერმერთა ოჯახების დახმარებას და მოიცავს უსაფრთხოების ზოგად ინფორმაციას COVID-19 გადაცემის თავიდან ასაცილებლად.

წერილში ნახსენები არ არის 3 ნოემბრის არჩევნები, თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი სასურსათო ორგანიზაცია მათ მიუღებლად მიიჩნევს. დაგეგმილია ამოიღონ წერილი, სანამ ყუთებს ოჯახებში დაარიგებენ.

Pilsen Food Pantry- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ ფიგუერა მიიჩნევს, რომ ეს საქციელი სრულიად მიუღებელია და არაერთიკურია.

გეგმავს 200 წერილის ამოღებას ყუთიდან, რადგან ფიქრობს, რომ ეს არანაირ სტანდარტებში არ ჯდება, არ წარმოადგენს არანაირ ღირებულებას. იმისთვის, რომ წერილი იდოს ყუთში. მიაჩნია, რომ ამის გამკეთებელი თავისი თავისთვის პიარის გაკეთებას ცდილობდა წინასაარჩევნოდ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×