ელზა პაპოშვილი
01.12.2020

1-ლ დეკემბერს, დილის 6 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი მამაკაცი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში შეიჭრა. მათ დაცვის თანამშრომლებს ჩაკეტილი კარის გაღება მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი ცეცხლი გახსენს, რის შედეგადაც შენობის ინვენტარი დაზიანდა და თანხის გატაცება შეძლეს. 

კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომეელი „რეზონანსს“ უყვება, რომ ორი მამაკაცი კომენდატის საათის დასრულების შემდეგ კლინიკაში მივიდა. მათ ნიღაბი არ ეკეთათ და დაცვას განუცხადეს, რომ პაციენტები იყვნენ და საავადმყოფოში უნდა შეეშვა. დაცვის სამსახურის თანამშრომელმა კი მათ განუმარტათო, რომ ეს იყო კოვიდსაავადმყოფო, სადაც კარანტინია გამოცახდებული და მათი შეშვების უფლება არ ჰქონდა. 

საუბრისას კი მან შეამჩნია, რომ ერთ-ერთი მათგანი შეიარაღებული იყო. კლინიკის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა მათ სასწრაფოდ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა და სწორედ ამის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა მისი მისამართით გაისროლა. 

როგორც კლინიკის თანამშრომელი ამბობს, დაცვის სამსახურმაც მათ წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მისი განიარაღება მოახერხეს. საავადმყოფოში შეიჭრნენ და 3 500-მდე ლარი წაიღეს. 

ადგილზე პატრული გამოიძახეს, თუმცა თავდამსხმელები გაიქცნენ. სავარაუდოდ, პოლიციას ისინი უკვე იდენტიფიცირებული უნდა ჰყავდეს. დიდი ალბათობით დაცვის თანამშრომელმა მათი სახეები დაინახა და ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი კამერაა დამონტაჟებული, რომლის საშვალებითაც ვინაობის დადგენა არ უნდა გაჭირდეს. 

„ყაჩაღობა 1-ლ დეკემბერს გამთენიისას მოხდა. დაახლოებით 35 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი საავადმყოფოში მივიდნენ. დაცვის თანამშრომელს თავი როგორც პაციენტები ისე გააცნეს და საავადმყოფოში შესვლა მოითხოვეს. მან აუხსნა, რომ ეს იყო კოვიდსაავადმყოფო და მათ შეშვებას ვერ შეძლებდა. საავადმყოფოში კარანტინია და სხვა პაციენტებს არ ვიღებთ. ამის შემდეგ დაცვამ ერთ-ერთს იარაღი დაუნახა და მანაც მაშინვე ამოიღო და სროლა დაიწყო. 

„მადლობა ღმერთს, რომ უბედურება არ მოხდა. კარის შუშა დააზიანეს და იქიდან შევარდნენ. დაცვის თანამშრომელს იარაღი დაადეს, დაბლა დააწვინეს და თანახა ისე გაიტაცეს. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ტერიტორია მალევე დატოვეს. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და როგორც ამბობენ, სალაროდან 3 500-მდე ლარი გაიტაცეს“, -უყვება კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი „რეზონანსს“. 

აღნიშნულ ინფრომაციას ჟურნალისტებთან კლინიკის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო კილაძეც ადასტურებს. 

„ორი ადამიანი იყო. თანამშრომელს კარის გაღება მოსთხოვეს. როცა დაცვის თანამშრომელმა მათი გამოკითხვა დაიწყო, მოახდინეს სამი გასროლა. დაზიანდა კლინიკის ქონება, ჩაიმსხვრა შუშა, გააღეს კარი, შემოვიდნენ და თანხა წაიღეს. ზუსტ რაოდენობას ითვლიან", - ამბობს კლინიკის პიარი, ნინო კილაძე.

კლინიკაში აცხადებენ, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. ჯერ მომხდართან დაკავშირებით პოლიციას არავინ დაუკავებია. 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ყაჩაღებმა სამედიცინო დაწესებულებიდან თანხის წაღება შეძლეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (01.12.2020)
ხიხო სადა ხარ გავუყარე დედაშენს. ესეთი რამე ჩიკაგოშიც არ მომხდარა


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×