ელზა პაპოშვილი
12.01.2021

15  წლის გოგონა გარდაბნის სოფელ ნაზარლოში 23 წლის ბიჭმა დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა. „რეზონანსთან“ ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევა 10 დღის წინ მოხდა. 2005 წელს დაბადებული გოგოს თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის პოლიციამ 4 პირი უკვე დააკავა. აქედან 3  ქალია და ერთი ახალგაზრდა მამაკაცი.

ადგილორბივები ამბობენ, რომ ოჯახებს შორის შერიგება მოხდა და არაა გამორიცხული, რომ სასამართლომ დაკავებულების ნაწილი გაათავისუფლოს, რადგანაც გოგონას ოჯახი ჩივილს აღარ გეგმავს. მათი თქმით, სიტუაცია უკვე ჩაწყნარდა და გოგონაც სახლში მშვიდობიანად დააბრუნეს. 

პოლიციამ აღნიშნული პირების დაკავება მოსამართლის განჩინების სფუძველზე მოახდინა. დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

„გოგოც და ბიჭიც ერთმანეთის ახლობლები არიან. მათი სახლები ერთმანეთის პირისპირ დგას. სავარაუდოდ, ეს არის წინასწარ შეთანხმებული ამბავი. არ ვიცი გოგოს ოჯახიც ხელს უწყობდა მათ თუ რა ხდება, მაგას ვერ ვიტყვი, თუმცა ფაქტია, რომ ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. ბიჭი სამ  ქალთან ერთად იყო - ბიჭის დედა და მისი 2 მეგობარი ქალი. 15 წლის ბავშვი მათ მოუტაციათ. 

„სასამართლო იყო დღეს და ოჯახებიც შერიგდნენ. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ქალები  გაუშვან. ყოველ შემთხვევაში ოჯახი რომ ჩივილს არ აპირებს, ეს ითქვა. ერთმანეთის ახლობლები არიან და რა მოხდა და ეს რატომ ჩაიდინეს, ვერ გეტყვით. ქალები ასე 3 დღის წინ დააკავეს, მათ ბრალი გატაცების დახმარებაში ედებათ“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

გამოძიება კი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×