ელზა პაპოშვილი
22.01.2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის მაცხოვრებლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მწყემსებს შორის დაპირისპირება გვიან ღამით მოხდა. სავარაუდოდ, დაპირისპირების მიზეზი ეჭვიანობა და შურსიძიება გახდა. 36 წლის მამაკაცი და მისი თანხლები 29 წლის ქალი ცივი იარაღის გამოყენებით ერთ-ერთმა მწყესმა დაჭრა. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, კაცის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა - დაჭრილია მუცლსა და გულის არეში. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა მძიმეა.  

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ შემთხვევა კომენდატის საათის დროს მოხდა, ამიტომაც ფაქტის უშუალო თვითმხილველები არ არიან, თუმცა დილით მათ ფერმაში უმძიმეს სურათი დახვდათ. ფერმის შიდა ტერიტორია სისხლით არის  დაფარული. მათი აზრით, კონფლიქტი სწორედ მოკლული ქალის გამო დაიწყო. თავდაპირველად სამი მამაკაცი და ერთი ქალი ღამის საათებში ქეიფობდნენ, ხოლო ეჭვიანობის ნიადაგზე ნასვამ მამაკაცბს შორის დაპირისპირება დაიწყო. სავრაუდოდ, ქალი მათ გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მძიმე ჭრილობები მასაც მიაყენეს. 

„დილით რომ გამოვედით და პოლიცია ფერმაში დავინახეთ მაშინ გავიგეთ რაც მოხდა. შემზარავი და მძიმე სურათი დავინახეთ. მთელი ფერმა სისხლით იყო მოსვრილი. ზუსტად არ ვიცით რა მოხდა, თუმცა როგორც გავიგეთ ჯერ სვამდენენ და შემდეგ ჩხუბი მოსვლიათ. სავარაუდოდ, კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო - ეჭვიანობის ნიადაგზეო. 

ეს ბიჭი ვინც დანაშაული ჩაიდინა ხევსურია და აქ ფერმაში მეთვალყურედ იყო. ეს ორ მამაკაცი მწყემსები ადგილობრივი  ბიჭები არიან. ქალი არ ვიცით საიდანაა. ამის გამო უჩხუბიათ და ეს ვინც დაჭრილია კისისხეველია. გოგო ალბათ აშველებდათ და მას ამ დროს მიაყენა ჭრილობები თუ განზრახ  არ ვიცით. დაჭრილს ვიცნობთ ძალიან კარგი ბიჭია ამიტომ გვიჭირს რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ასე სასტიკად გაიმეტა“, -ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.   

მედიკოსები კი ამბობენ, რომ გუშინ გვიან ღამით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 36 წლის მამაკაცი შეიყვანეს, რომელსაც ბასრი იარაღით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. ხოლო შემავალი ჭრილობა იყო მუცლის არეში და დაზიანებული იყო გულ -მკერდი. ჩატარდა ქირურგიული ოპერაცია და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ცხელ კვალზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა და ნივთმტკიცებად დანა ამოიღო. ხოლო გამოძიება განზრახ 109-ე დამამძიმებელ გარემოში მიმდინარეობს, რაც 20 წლიდან უვადო  პატიმრობას ითვალისწინებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Robi   (25.01.2021)
E virtagano.ra shuashia megreli???cudi arc megreli varga da arc kaxeli da arc danarcheni .virtagano gaige.

კახელი   (24.01.2021)
ვისაც არ უყვარს კახელი იმათ შ.... რვა ხელი.არა თქვენმა თავის ხეთქვამ მეგრელები ხართ კარგები .ფუი თქვენი ...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )